ბათუმში, ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დაჯარიმდა

09 სექ 2026

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა შეტყობინების საფუძველზე ჩატარებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად ვეტერინარულ კლინიკაში შპს "ჯიდიემჯი" ვადაგასული, უვარგისად მიჩნეული ვეტერინარული პრეპარატები გამოავლინეს, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად.

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციით, სააგენტო კლინიკებში, ვეტაფთიაქებსა და ზოომაღაზიებში სახელმწიფო კონტროლს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.

მიმდინარე წელს 1500-მდე ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი.