ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ინოვაციებისა და სტარტაპ-აქსელერაციის საზაფხულო სკოლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

09 სექ 2026

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ინოვაციებისა და სტარტაპ-აქსელერაციის საზაფხულო სკოლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა გახსნეს.

როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ განაცხადა, ინოვაციებისა და სტარტაპ-აქსელერაციის საზაფხულო სკოლა ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, იდეა რეალურ პროექტად აქციონ და სტარტაპის შექმნის პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ.