08 სექ 2026
ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ფორუმი დასრულდა. რომელმაც საერთაშორისო საზღვაო და სატრანსპორტო ინდუსტრიის წარმომადგენლები საპორტო ქალაქში ორი დღის განმავლობაში საერთო ხედვით გააერთიანა.
მეზღვაურთა სწავლება, სერთიფიცირება და საზღვაო სფეროში გლობალური დეფიციტი- ამ თემებზე, ფორუმის მეორე დღეს სადისკუსიო პანელზე იმსჯელეს.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის თქმით, საქართველო საზღვაო სივრცეში 21 000 მეზღვაურითაა წარმოდგენილი და იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო ბაზარზე მეზღვაურების დეფიცია, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, მათ შორის მსხვილ უცხოურ საზღვაო კომპანიებთან თანამშრომლობის კუთხით.
ივანე აბაშიძემ საზღვაო სექტორის ციფრული ტრანსფორმაციის ჭრილში გატარებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.