ლაშა გურული პროფესიონალურ კრივში მომდევნო შეხვედრას ჰიუი უილსონთან გამართავს

08 სექ 2026

ლაშა გურული რინგს უბრუნდება. ქართველი მოკრივე  მორიგ შეხვედრას 26 სექტემბერს, ბირმინგემში გამართავს, სადაც მისი მეტოქე ჰიუი უილსონი იქნება.

26 წლის ინგლისელ მოკრივეს პროფესიონალურ კარიერაში 13 ორთაბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 11-ში გამარჯვება მოიპოვა და მხოლოდ 2-ჯერ დამარცხდა.

რაც შეეხება ქართველ მოკრივეს, მას ამ დროისთვის პროფესიონალურ დონეზე ოთხი ორთაბრძოლა აქვს გამართული და რინგიდან ოთხივე შემთხვევაში გამარჯვებული გამოვიდა.