შეფასებები ბრიუსელის მხრიდან გაკეთებულ განცხადებაზე

08 სექ 2026

ბრიუსელის მხრიდან გაკეთებულ მორიგ განცხადებას სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელს უწოდებენ. ლევან მახაშვილის შეფასებით, მიუღებელია ბრიუსელის მხრიდან გამოქომაგება იმ ადამიანებზე, რომლებიც კონკრეტული დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს.

მახაშვილი ბრიუსელის მხრიდან კანონმდებლობის საკითხების კრიტიკასაც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, საქართველოში მოქმედი კანონები სრულ შესაბამისობაშია ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან. 

მახაშვილის თქმით, ქართული მხარე კვლავაც მზადაა არგუმენტებზე დაყრდნობილი სამართლებრივი დისკუსიებისთვის.