შეხვედრა გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრის ახალგაზრდებთან

08 სექ 2026

საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლეები  და საგანმანათლებლო პროექტები- ამ საკითხებზე გაიმართა შეხვედრა გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში.  
ცენტრალური საარჩევნო კომისიის  თავმჯდომარის მოადგილე ახალგაზრდებს  საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა და საარჩევნო პროცესის ძირითადი ეტაპები გააცნო.
ცესკოს ინფორმაციით, შეხვედრისას  ყურადღება გამახვილდა საზოგადოებასა და საარჩევნო პროცესზე დეზინფორმაციის გავლენაზე .