08 სექ 2026
პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს ახალი ბრალდება წარუდგინა. როგორც საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცახდებაშია ნათქვამი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ორ პირს, მათ შორის საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება წარუდგინა. თუმცა უწყებისვე ინფორმაციით "გამოძიებასთან მათი თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით", ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმებას აფორმებს.
განცადებაში ვკითხულობთ, რომ 2022 წლის ბოლოდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმოეშვა სხვადასხვა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის საჭიროება, რაც უნდა განხორციელებულიყო საიდუმლო შესყიდვის გზით. ამავე განცახდებაში ნათქვამია, რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ ამ საქმეზე სამსახურეობრივი მფარველობა მიიღო იმჟამინდელი პრემიერ-მისნიტრისგან, ირკალი ღარიბაშვილისგან, რომელმაც პროკურატურის ინფორმაციით თავის მხრივ შესაბამისი მატერიალური სარგებელის მისთვისაც გადაცემა მოითხოვა .
ირკვევა რომ საბოლოოდ სამი საიდუმლო შესყიდვა გახდა საჭირო, შესაბამისი გარანტიების და მფარველობის სანაცვლოდ, კი შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენმა რამდენიმე ეტაპად ახლა უკვე ბრალდებულ ვასილ მხეიძეს ნაღდი ფულის სახით გადასცა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულებების დაახლოებით 10% - 1 900 000 ლარი, საიდანაც ამ უკანასკნელმა პირადი სარგებლის სახით დაიტოვა 400 000 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა სრულად გადასცა ჯუანშერ ბურჭულაძეს.
ამ უკანასკნელმა ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან, 750 000 ლარი დაიტოვა თავად, ხოლო თანხის მეორე ნახევარი - 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად ასევე ქრთამის სახით ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს- წერია პროკურატურის მიერ გავვრცელებულ განცახდებაში.