დღეს ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი იწყება

08 სექ 2026

დღეს ჩემპიონთა ლიგის 2026/27 წლების სეზონის ძირითადი ეტაპი იწყება. ტურნირის პირველ სათამაშო დღეს გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალს“ ვიხილავთ. ესპანური გუნდი დორტმუნდში „ბორუსიას“ დაუპირისპირდება. დღის ერთ-ერთი მთავარი შეხვედრა კი მადრიდში გაიმართება, სადაც „რეალი“ „ინტერს“ უმასპინძლებს. ორივე მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.