ხვალ „დინამო ბათუმი” მოქმედ ჩემპიონს „იბერია 1999“  შეხვდება

08 სექ 2026

ხვალ „დინამო ბათუმი“ ეროვნული ლიგის 25-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში მოქმედ ჩემპიონ „იბერია 1999-ს“ უმასპინძლებს.  

ამ დროისთვის „დინამო ბათუმი“ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში 40 ქულით მეორე ადგილზეა, „იბერია“ კი 37 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დედაქალაქურ გუნდს ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

„დინამო ბათუმისა“ და „იბერიას“ შეხვედრა ბათუმი არენაზე 21:00 საათზე დაიწყება.