ბიოტექნოლოგიების ბანაკი  მესტიაში

08 სექ 2026

მესტიაში ბიოტექნოლოგიების ბანაკი გაიმართა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ექვსი დღის განმავლობაში ბანაკის მონაწილეები ეცნობოდნენ ბიოტექნოლოგიების თანამედროვე მიმართულებებს, საერთაშორისო ტენდენციებსა და მათ გამოყენებას სხვადასხვა სფეროში.

პროგრამა მოიცავდა ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებს პროგრამირების, ბიოტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებების შესახებ, ასევე, ექსპერიმენტებს და პრაქტიკულ სავარჯიშოებს.  პროექტი ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრმა განახორციელა და მასში 100 ახალგაზრდა მონაწილეობდა.