ბათუმში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

08 სექ 2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ბათუმში ქურდობის ფაქტი აღკვეთა. დაკავებულია ორი პირი.

 უწყების ინფრომაციით, ბრალდებულებმა, ბათუმში, მოქალაქისთვის თანხის მოპარვა სცადეს, თუმცა სამართალდამცველების  რეაგირების შედეგად დანაშაული ვერ განახორციელეს.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.