08 სექ 2026
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, საპატიმროდან მორიგი წერილი გაავრცელა. ირაკლი ღარიბაშვილი წერს, რომ ხელისუფლების პანიკური რეაქციით საზოგადოებამ იხილა ხელისუფლების მორიგი სასაცილო , ამაზრზენი და ტრაგიკული მასკარადი.
წერილში ისევ ახსენებს, ყოფილი უფლებადამცველის, ლაზარე ჯორბენაძის საქმეს და წერს, რომ კონკრეტულ ფაქტებსა და დასმულ კითხვებთან დაკავშირებით, ხელისუფლების მხრიდან დროული და გამჭვირვალე განმარტებები გაკეთების ნაცვლად დაიწყო არასერიოზული გამოკითხვების სერია.
ყოფილი მაღალჩინოსანი ასევე აცხადებს, რომ მას უსუსური და სასაცილო პროპაგანდისტული მეთოდებით უპირისპირდებიან და რომ მისი დაკავშირება „ნაციონალური მოძრაობასთან“ შეუძლებელია.
,, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი წარმოადგენს პოლიტიკურ მანიპულაციას” ასე ეხმაურებიან მმართველ გუნდში ყოფილი პრემიერის წერილს. მათი თქმით, „ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერი, მივიდა იქამდე, რომ ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური პოლიტიკური ფიგურის, მიხეილ სააკაშვილის, ნარატივს იმეორებს.