08 სექ 2026
საგარეო საქმეთა მინისტრი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს შეხვდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებმა დელფოსის ეკონომიკური ფორუმის მნიშვნელობა და მისი პოლიტიკური როლი განიხილეს . ხაზი გაუსვეს ფორუმის ეკონომიკური და გეოპოლიტიკური საკითხების შესახებ საერთაშორისო დიალოგისა და მაღალი დონის დისკუსიების ხელშეწყობის მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებს. აღინიშნა ქვეყნის ეკონომიკური, სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალი და საქართველოს როლი რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერების თვალსაზრისით.