08 სექ 2026
ბათუმი მეორე დღეა საერთაშორისო საზღვაო ფორუმს მასპინლობს. ფორუმის მთავარი გზავნილია კავშირი ზღვებსა და სატრანსპორტო დერეფნებს შორის. საქართველოსთვის ამ კავშირში მნიშვნელოვანი ადგილი „შუა დერეფანს“ უკავია. ფორუმის მეორე დღე ორ სადიაკუსიო პანელს ეთმობა.
შეხვედრაზე მონაწილეები საზღვაო სექტორის ციფრულ ტრანსფორმაციაზე, საზღვაო ერთიან ფანჯარაზე, ნავსადგურების გაერთიანებულ სისტემებსა და მონაცემთა მდგრადობაზე მსჯელობენ. ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა მეზღვაურების სწავლება-სერტიფიცირების საკითხებს. ამ კონტექსტში საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია.
იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო ბაზარზე მეზღვაურების დეფიცია, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, მათ შორის მსხვილ უცხოურ საზღვაო კომპანიებთან თანამშრომლობის კუთხრით. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ივანე აბაშიძის თქმით, საქართველო საზღვაო სივრცეში 21 000 მეზღვაურითაა წარმოდგენილი. მისივე ინფორმაციით, საზღვაო სექტორის ციფრული ტრანსფორმაციის ჭრილში სახელმწიფოს პოზიტიური შედეგები აქვს.
საერთაშორისო საზღვაო ფორუმი, რომელიც ბათუმში პირველად 2016 წელს გაიმართა, საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებაა და მისი მიზანი საქართველოს საზღვაო ქვეყნის სტატუსის განმტკიცება, „შუა დერეფნის“ განვითარების პოტენციალის წარმოჩენა და რეგიონული სატრანსპორტო კავშირების გლობალურ დონეზე გაძლიერებაა.