საერთაშორისო საზღვაო ფორუმი

07 სექ 2026

ზღვა, რომელიც ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებს და დერეფნები, რომლებიც ტვირთს ერთი კონტინენტიდან მეორეზე გადააადგილებს - სწორედ ამ საკითხებს განიხილავენ ზღვისპირა ქალაქში ორი დღის განმავლობაში.

ფორუმზე, რომლის სახელწოდებაა „სადაც ზღვები ხვდება დერეფნებს“- მთავარი ყურადღება „შუა დერეფანს“, შავი ზღვის სატრანსპორტო პოტენციალსა და საქართველოს როლს უკავშირდება.  შუა დერეფანში ტვირთნაკადების გასამმაგება და გადაზიდვის დროის  განახევრება - ეს საქართველოს მთავრობის გრძელვადიანი გეგმის ნაწილია.