07 სექ 2026
საქართველოს საზღვაო ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთერთი უმსხვილესი საზღვაო და ლოგისტიკური ჯგუფის Abu Dhabi Ports Group - ის რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორს აბდულაზიზ ზაიედ ალ შამსის შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს საქართველოში Abu Dhabi Ports Group - ის მიერ მასშტაბური საინვესტიციო პროექტის განვითარების მიმდინარეობა. აღინიშნა, რომ თბილისის მშრალი პორტი, რომლის ერთ-ერთი მთავარი ინვესტორია Abu Dhabi Ports Group - ი, აკავშირებს სამხრეთ კავკასიას ცენტრალურ აზიის რეგიონთან და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს შუა დერეფნის შემდგომ განვითარებაში.
აქცენტი გაკეთდა მშრალი პორტის პროექტის განვითარების მომდევნო ეტაპებზე. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე, ასევე აღინიშნა, რომ პორტი ე.წ. “ლენდლორდის” მოდელით ვითარდება.