ქობულეთში ზღვაში სავარაუდოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე დაიხრჩო

07 სექ 2026

ქობულეთში, სავარაუდოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე მამაკაცის ზღვაში შტორმის დროს შესვლა ტრაგიკულად დასრულდა. 

მაშველებმა მისი გამოყვანა დროულად შეძლეს, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით გამოძიება 115 მუხლით დაიწყო, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.