მორიგი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე

07 სექ 2026

თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც დაცვის მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს და ბრალდებულის მეუღლე დაკითხეს.

სუს-ის ყოფილი უფროსი, რომელსაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება ედება ბრალად, სამართალდამცველებმა 23 დეკემბერს დააკავეს. როგორც ადვოკატი ლანა ცერცვაძე აცხადებს, დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულის მეუღლე დაიკითხა. თავის მხრივ, პროცესის დეტალებსა და მოწმეთა დაკითხვის სტრატეგიაზე საუბრობს პროკურორი მარიამ ბერძენიშვილი.

ცნობისთვის: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან, რაც, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.