07 სექ 2026
აჭარაში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროექტები გრძელდება. რეგიონში ჯამში 4 სკოლის მშენებლობა დასრულდა, 25 სკოლას კი სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია- რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.
ახალი სასწავლო წლისთვის რეგიონში დაახლოებით 73 ათასი მოსწავლე დაიწყებს სწავლას, მათ შორის 5 600-მდე პირველკლასელი იქნება. ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად დასრულებულ და მიმდინარე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურულ პროქტებს ადგილზე გაეცნო. მათ შორის ბათუმის N4 და N5 საჯარო სკოლებს, რომლებიც სრულად განახლდა, აღნიშნული სკოლები ჯამში 1 100 მოსწავლეზეა გათვალისწინებული.
ორივე სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განხორციელდა. რეაბილიტაცია/ რეკონსტრუქცია ჩაუტარდა საბავშვო ბაღებსაც. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ბათუმში დასრულებულია N3, N12 და N 26 საბავშვო ბაღების რეაბილიტაციაც. სამი განახლებული ბაღი ჯამში 475 აღსაზრდელზეა გათვლილი. ამასთან გრძელდება რამდენიმე ბაღის სრული რეკონსტრუქცია- რეაბილიტაცია.
ცნობილია, ასევე რომ გონიოში 200 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი აშენდება და ხულოს მუნიციპალიტეტში სოფელ რიყეთის საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია - რეაბილიტაცია.