07 სექ 2026
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია აცხადებს, რომ ტყის ხანძრები და სიცხის ტალღები, რომლებიც ჰაერში მიკროსკოპულ დამაბინძურებლებს წარმოქმნის, შესაძლოა, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების, ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისა და ბუნების შენარჩუნების საერთაშორისო ძალისხმევა შეაფერხოს.
გაეროს ამინდისა და კლიმატის სააგენტო ხაზს უსვამს ჰაერის დაბინძურებასა და კლიმატის ცვლილებას შორის კავშირს, რაც მეცნიერების თქმით, სულ უფრო ხშირ და ინტენსიურ სიცხის ტალღებსა და ტყის ხანძრებს იწვევს.
„აუცილებელია ჰაერის ხარისხისა და კლიმატის მიმართულებით ურთიერთშემავსებელი და კოორდინირებული პოლიტიკის გატარება, რადგან ამ საკითხების ერთმანეთისგან იზოლირებულად მოგვარება შეუძლებელია“, - აცხადებს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია.