07 სექ 2026
რუსეთმა და ჩრდილოეთმა კორეამ ორ ქვეყანას შორის პირველი საავტომობილო ხიდი გახსნეს. ცერემონიაში ვიდეოზარის საშუალებით მონაწილეობდნენ რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი და ჩრდილოეთ კორეის მთავრობის მეთაური.
დაახლოებით ერთი კილომეტრის სიგრძის, ორზოლიანი ხიდი სასაზღვრო მდინარე ტუმანნაიაზეა გადებული. აქამდე რუსეთი და ჩრდილოეთი კორეა სახმელეთო გზით სარკინიგზო ხიდით, "მეგობრობით", უკავშირდებოდნენ ერთმანეთს.
საავტომობილო ხიდის მშენებლობა 2025 წლის 30 აპრილს დაიწყო. ხელშეკრულებას მის მშენებლობაზე ხელი 2024 წლის ივნისში, რუსეთის პრეზიდენტის ჩრდილეთ კორეაში ვიზიტის დროს მოეწერა.