07 სექ 2026
ბათუმში საერთაშორისო ფესტივალი „ბათუმური რაფსოდია - ოპერის ოქროს ხმა“ გაიხსნა. ფესტივალი წელს დაარსებიდან ხუთი წლის იუბილეს აღნიშნავს.
საზეიმო გახსნის ცერემონია ბათუმის დრამატულ თეატრში უკვე გაიხსნა, სადაც ჟიურის წევრები, კონკურსანტები და კლასიკური მუსიკის მოყვარულები შეიკრიბნენ. ფესტივალის ფარგლებში უკვე მესამედ ტარდება ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი „ოპერის ოქროს ხმა“. წელს მონაწილეობის მსურველთა რაოდენობამ 400-ს მიაღწია, საიდანაც პირველ ტურში 85 კონკურსანტი შეირჩა.
კონკურსში მონაწილეობენ ახალგაზრდა მომღერლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის იტალიიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, აშშ-იდან, თურქეთიდან, სამხრეთ კორეიდან, ჩინეთიდან, უკრაინიდან და საქართველოდან.