07 სექ 2026
ოპოზიციურ სპექტრში დაპირისპირების ახალი ტალღა. ამჯერად ანა წითლიძე უპირისპირდება ნიკა გვარამიას.
წითლიძე გვარამიას „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ქმედებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ 2024 წლის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მარცხის მიზეზი და მთავარი დამნაშავე სწორედ პარტია „ახლების“ ლიდერია. ,,პოლიტიკური საპნის ოპერა” -ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ გორდულაძემ ყოფილ თანაგუნდელებს შორის დაწყებული დაპირისპირება.
რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციას, აქ აცხადებენ, რომ ოპოზიციაში მიმდინარე პროცესები კორუმპირებული ოპოზიციის სახეა, რასაც მმართველი გუნდი სათავისოდ იყენებს .