07 სექ 2026
ბათუმში მიმდინარე საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, დავით ხუდატიანს შეხვდა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და ტურიზმის სექტორებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. ორი ქვეყნის მინისტრების შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორმხრივი დინამიური თანამშრომლობა დადებითად აისახება სატრანსპორტო მაჩვენებლებზე.
ყურადღება დაეთმო საავიაციო სექტორსაც - საქართველო-სომხეთს შორის 2026 წლის იანვარ-ივლისში პირდაპირი რეგულარული რეისებით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა 36%-ით გაიზარდა. საქართველოს ორი საერთაშორისო აეროპორტიდან ერევნის მიმართულებით დღეისათვის ორ ქვეყანას შორის კვირაში ჯამურად 12 პირდაპირი რეისი სრულდება.
მხარეებმა ასევე განიხილეს ქუთაისის აეროპორტიდან ერევნის მიმართულებით რეგულარული ფრენების დაწყების საკითხი.