საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Columbia Group-ის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

07 სექ 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი Columbia Group-ის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს, ანდრეას ჰაჯიპეტრუს შეხვდა.

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და Columbia Group-ის პარტნიორობის განვითარების დინამიკას. აღინიშნა კომპანიის მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს საზღვაო სექტორის მზარდაჭერასა და ქართველი მეზღვაურების დასაქმებაში. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საზღვაო სექტორის განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის, როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის როლის გაძლიერებას. 

ყურადღება გამახვილდა ტვირთნაკადის მზარდ დინამიკაზე და ქვეყნის საპორტო შესაძლებლობების შემდგომ განვითარებაზე. ყურადღება დაეთმო ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტს, რომლის მშენებლობაც აქტიურად მიმდინარეობს. 

საუბარი ასევე შეეხო მეზღვაურთა კვალიფიკაციის და საზღვაო განათლების ხარისხის ამაღლების კუთხით თანამშრომლობის პერსპექტივებს, მათ შორის ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას.