07 სექ 2026
საქართველოს პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივან არსენიო დომინგესს შეხვდა.
მთვარობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის, მათ შორის საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერების, გარემოსდაცვითი სტანდარტების გაუმჯობესებისა და ციფრული დაკავშირებადობის განვითარების მიმართულებით.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ტვირთბრუნვის მზარდ მაჩვენებლებზე და მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებისთვის ახორციელებს.
ამ მიმართულებით ხაზი გაესვა აეროპორტებისა და რკინიზგის მოდერნიზაციის, ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობას, რომელიც პირველ გემებს 2029 წლისთვის მიიღებს.