07 სექ 2026
ცირკულარული ეკონომიკის საკითხებზე გაიმართა ბანაკი ახალგაზრდობის რეგიონური ცენტრის აკადემიის ფარგლებში. ღონისძიების შემაჯამებელ ეტაპზე ბანაკის მონაწილეებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დირექტორი შეხვდნენ.
უწყების ინფორმაციით, პროექტის მიზანია ახალგაზრდებში ცირკულარული ეკონომიკის შესახებ ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარება.
ბანაკის მონაწილეები გაეცნენ ცირკულარული ეკონომიკის ძირითად პრინციპებს, ნარჩენების შემცირების, ხელახალი გამოყენებისა და გადამუშავების თანამედროვე მიდგომებს.