07 სექ 2026
სპორტული კინოს საერთაშორისო ფესტივალმა ,, ნიკემ,, ბათუმში სტარტი აიღო. წელს ფილმების მე-2 საერთაშორისო ფესტივალზე 17 ქვეყნის 28 სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმებია წარმოდგენილი.
ფესტივალის პროგრამა საკონკურსო ჩვენებების გარდა, სპეციალურ და არასაკონკურსო ჩვენებებსაც მოიცავს. ფესტსივალის ფარგლებში პროფესიული შეხვედრები და მასტერკლასებიც ჩატარდება. უცხოელი სტუმრები ქართველ მაყურებელსა და ახალგარზდა კინემატოგრაფებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ და სპორტული კინოს სპეციფიკაზე ისაუბრებენ.
წლევანდელი ფესტივალი ლეგენდარული ფეხბურთელის დავით ყიფიანის დაბადებიდან 75 წლის იუბილეს ეძღვნება. ფესტივალი 11 სექტმებრის ჩათვლით გაგრძელდება ,12 სექტემბერს კი გამარჯვებულ ფულმებს გამოავლენენ. საფესტივალო ფილმების ჩვენება ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში მიმდინარეობს.
,, ნიკე’’ საქართველოს კულტურის სამინისტროს , კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, შემოქმედებითი საქართველოსა და აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.