საპროტესტო აქციები გერმანიის ქალაქებში

07 სექ 2026

გერმანიაში, ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ქალაქში ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები გაიმართა.

ჰამბურგში, ბერლინში, ფრანკფურტსა და გერმანიის სხვა ქალაქებში დემონსტრაციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა.

ცნობისთვის, გუშინ საქსონია-ანჰალტში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ეგზიტპოლის მონაცემების მიხედვით, ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერობს, რომელმაც ხმათა 44.5%-ის მიღება შეძლო. მეორე ადგილზე  18.5 %-ით მმართველი „სოციალ-დემოკრატიული კავშირია“.