კიევს, მოსკოვს და ვაშინგტონს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების განახლება იგეგმება

07 სექ 2026

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, კიევიდან „უკრზალიზნიცის“ მატარებლით გაემგზავრნენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ. მანამდე ისინი მოსკოვში იმყოფებოდნენ და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინთან გამართეს შეხვედრა.

მომლაპარაკებლები "სამშვიდობო პაკეტის" განახლებულ ვერსიაზე მუშაობენ.  ცნობილია, რომ უახლოეს მომავალში კიევს, მოსკოვს და ვაშინგტონს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების განახლება იგეგმება.

შეხვედრას გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს უსაფრთხოების გარანტიებთან ერთად, ამერიკული თხევადი გაზის მიწოდება და საჰაერო თავდაცვის სისტემების გაძლიერება სთხოვა.