აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

07 სექ 2026

ბათუმში, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს. დაკავებული, თურქეთის მოქალაქეა და ის მძიმე კატეგორიის ნარკოდანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა.

ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.