ბათუმში „გემოფესტი“ დასრულდა

07 სექ 2026

ბათუმმა ორი დღის განმავლობაში "გემოფესტს" უმასპინძლა. გასტრონომიული ფესტივალი აჭარაში წელს პირველად ჩატარდა. ორგანიზატორებმა სტუმრებს ტრადიციული  კერძების განსხვავებული ვარიაციები შესთავაზეს.  

გემოფესტის” მიზანია ქართული სამზარეულოს პოპულარიზაცია  და ტურისტების დაინტერესება. როგორც შეფ მზარეულები ამბობენ, აჭარული სამზარეულოს სწრაფი კვების ფორმატში გამოტანა ძალიან საინტერესო და გაყიდვადი აღმოჩნდა.

გასტრონომიულ ფესტივალში ათეულობით ადგილობრივმა მეწარმემ მიიღო მონაწილეობა. საღამოობით სტუმრების განწყობაზე მუსიკოსები და ბენდები ზრუნავდნენ.

ფესტივალის მიმდინარეობას საქართველოს პრემიერ - მინისტრი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები გაეცნენ.  "გემოფესტი" ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდა.