07 სექ 2026
ღონისძიება საზღვაო და ლოგისტიკურ საკითხებზე რეგიონის ყველაზე მასშტაბური სადისკუსიო პლატფორმაა.
დელეგატებს შორის არიან საზღვაო და ლოგისტიკური სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ექსპერტები და მთავრობის წევრები. საერთაშორისო საზღვაო ფორუმს 300-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყნიდან.
მონაწილეები და სპიკერები ფორუმის მნიშვნელობაზე საუბრობენ. საერთაშორისო საზღვაო ფორუმი, რომელიც ბათუმში პირველად 2016 წელს გაიმართა, საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებაა და მისი მიზანი საქართველოს საზღვაო ქვეყნის სტატუსის განმტკიცება, „შუა დერეფნის“ განვითარების პოტენციალის წარმოჩენა და რეგიონული სატრანსპორტო კავშირების გლობალურ დონეზე გაძლიერებაა.