ბათუმი მეორე დღეა "გემოფესტს" მასპინძლობს

06 სექ 2026

ბათუმი მეორე დღეა "გემოფესტს" მასპინძლობს. გასტრონომიული ფესტივალი აჭარაში წელს პირველად ტარდება. ორგანიზატორებმა სტუმრებს ტრადიციულო კერძების განსხვავებული ვარიაციები შესთავაზეს.

ფესტივალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ეწვია და ღონისძიების მიმდინარეობას გაეცნო.  

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, „გემოფესტს“ საერთაშორისო პრესტურებისა და ინფოტურების მონაწილეები ეწვივნენ. ფესტივალის მიზანია ქართული სამზარეულოს პოპულარიზაცია და ტურისტების დაინტერესება, რაც ნაწილობრივ მიღწეულია. როგორც შეფ მზარეულები ამბობენ აჭარული სამზარეულოს სწრაფი კვების ფორმატში გამოტანა ძალიან საინტერესო და გაყიდვადი აღმოჩნდა.

გასტრონომიულ ფესტივალზე ადგილობრივი მეწარმეები იმყოფებიან და თავიანთ პროდუქციას წარმოადგენენ. მოწყობილია ღვინისა და ხემსის პავილიონი, დესერტების სივრცე, აგროზონა, საბავშვო კუთხე, გრილისა და ბარის ზონები. ღონისძიება მუსიკალური პროგრამით 12 საატამდე გაგრძელდება.