06 სექ 2026
აჭარაში მოქმედ ყველა ეკლესიაში ერთი საათის განმავლობაში საეკლესიო ზარები დაირეკა. რიტუალი წელს პირველად, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით შესრულდა.
ზარების რეკვა ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში 12 საათზე დაიწყო. ორგანიზატორების განცხადებით, ინიციატივა 6 სექტემბრის ისტორიულ თარიღს უკავშირდება.
წმინდა ნიკოლოზის ტაძარში ზარები პირველად 1878 წლის 6 სექტემბერს დაირეკა.