06 სექ 2026
ბათუმი შავი ზღვის საერთაშორისო ფესტივალს ,, ბათუმურ რაფსორდიას” მასპინძლობს.
ფესტივალის ფარგლებში ვოკალისტთა მე-3 საერთაშორისო კონკურსი ,, ოპერის ოქროს ხმა” გაიმართება.
კონკურსში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 90- მდე კონკურსანტი მიიღებს მონაწილეობას. მათ ახალგაზრდა, პერსპექტიულ ვოკალისტს, კონკურსანტს მსოფლიო დონის ჟიური შეაფასებს.
კურსის ფარგლებში წამყვანი მაესტროები ჯანლუკა ტერანოცა და ლუკა პიზარონი მასტერკლასებს გამართავენ. დღეს კონკურსის პრესკონფერენცია ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართა. 7-8 სექტემბერს 1-ელი ტური ჩატარდება.
12 სექტემბერს იქნება ფინალური დღე და გამარჯვებულების დაჯილდოვება. ,, ოპერის ოქროს ხმის” ორგანიზატორი და დამფუძნებელია ჯუზეპე ვერდისა და ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი სოპრანო თამარ ივერი. პროექტის საპრიზო ფონდი 22 000 € ევროს შეადგენს