„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტის მახლობლად ყველა გემს აფრთხილებს, საეჭვო გადაადგილებისგან თავი შეიკავონ

06 სექ 2026

"ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" საზღვაო ფლოტი სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტის მახლობლად ყველა გემს აფრთხილებს, საეჭვო გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

მათივე თქმით, თეირანმა, შესაძლოა, გაამწვავოს და გააფართოოს თავდასხმები რეგიონში აშშ-ის სამხედრო გემებზე, თუ ვაშინგტონი ირანულ ტანკერებზე იერიშებს გააგრძელებს. ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობის პრესმდივნის, ებრაჰიმ ზოლფაქარის განცხადებით, ირანი მზად არის აშშ-ის საკადრისი პასუხი გასცეს. ცნობისთვის, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, აშშ-ის ძალებმა სამ ირანულ ტანკერზე იერიში მიიტანეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-მა ტანკერებზე იერიში მას შემდეგ მიიტანა, რაც "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა" აშშ-ის საზღვაო ძალების ორ სამხედრო გემზე განახორციელა დარტყმა.