ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ესტუმრნენ

06 სექ 2026

 ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ესტუმრნენ და სტუდენტებს ქართული ჯარის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.
ახალგაზრდებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს თავდაცვის ძალების ისტორიის, სამხედრო სწავლებების, საქართველის ეროვნული გმირების, სამხედრო განათლებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობების შესახებ.
გარდა ამისა,  სამხედრო მოსამსახურეებმა ახალგაზრდებს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში პირობები და არსებული ბენეფიტები გააცნეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.  
სტუდენტებმა  ასევე, ბანაკის ტერიტორიაზე გამოფენილი თავდაცვის ძალების ტექნიკა, შეიარაღება და სამხედრო აღჭურვილობა დაათვალიერეს.