06 სექ 2026
საბერძნეთში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ორი პილოტი დაიღუპა.
მედიის ცნობით, ინციდენტის დროს პილოტები საჰაერო შოუში მონაწილეობდნენ. მათივე ინფორმაციით, ორადგილიანი თვითმფრინავი, რომელიც საბერძნეთის დედაქალაქიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 40 მილის დაშორებით, ტანაგრას საჰაერო ძალების ბაზაზე დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდა, მანევრის დროს ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა. ორი პილოტის ცხედარი სამაშველო ოპერაციის დროს იპოვეს.
მომხდარის გამო ევაკუაციის ბრძანება გაიცა. მედიის ცნობით, ღონისძიებას ათასობით ადამიანი ესწრებოდა, მაგრამ მაყურებლებს შორის დაშავებულები არ არიან. ინციდენტის გამო მწუხარება გამოთქვა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა.