აშშ-მ 3 ირანულ ნავთობტანკერს დაარტყა

06 სექ 2026

აშშ-ს ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  აშშ-მ 3 ირანულ ნავთობტანკერს დაარტყა. მათი ინფორმაციით, ქალაქ ჯასკთან ახლოს ორ ნავთობტანკერს კრიტიკულ წერტილებში დაარტყეს, რის გამოც მათი გამოყენება შეუძლებელი გახდა.  იერიში მას შემდეგ მიიტანეს, რაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ორი ამერიკული სამხედრო გემის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები ისროლა. ადმირალმა ბრედ კუპერმა განაცხადა, რომ ეს ქმედება გამაფრთხილებელია და გზავნილი მიუთითებს, რომ ისინი ამერიკული ძალების დასაცავად ნავთობის ფლოტის გასანადგურებლადაც მზად არიან.