05 სექ 2026
მცირე ავიაციისა და ავიატურიზმის განვითარების მიზნით, "ამბასადორი ჯგუფი" კაჭრეთში, 16 ჰექტარზე, მასშტაბურ პროექტს ახორციელებს. მისი ერთი ნაწილი ეთმობა აეროდრომს ასაფრენი და სამიმოსვლო ბილიკებითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით, ხოლო მეორე ნაწილზე მიმდინარეობს ავიავილების მშენებლობა. დღეს საავიაციო სოფლის გახსნის ღონისძიება გაიმართა. სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულ სტუმრებს სიტყვით ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიმართეს.