"იურისტთა საერთაშორისო  საზოგადოება“-მ  აჭარის რეგიონული ოფისი წარადგინა

05 სექ 2026

,,იურისტთა საერთაშორისო  საზოგადოება“-მ  აჭარის რეგიონული ოფისი წარადგინა.  ღონისძიებაზე  ორგანიზაციის საქმიანობის მიმართულებებზე, რეგიონალურ პროექტებზე,  განხორციელებულ ინიციატივებსა და  სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაზე ორგანიზატორებმა წარმოადგინეს  რეგიონთან ურთიერთობების განვითარების პროგრამები, ადგილობრივი პროფესიული საზოგადოების ჩართულობის შესაძლებლობები, ახალგაზრდებისა და სტუდენტების მხარდაჭერის ინიციატივები, მენტორობის პროგრამები და საერთაშორისო პროფესიულ ქსელებთან თანამშრომლობის პერსპექტივები. ,,იურისტთა საერთაშორისო  საზოგადოება“ აჭარის მოსახლეობისთვის განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის  იქნება შესაძლებლობა სტაჟირების, კონსულტაციებისა და სხვადასხვა იურიდიული საჭიროებების დროს ერთგვარი ცენტრი, რომელიც მოქალაქეებს მოემსახურება.