ბათუმში "გემოფესტი მიმდინარეობს

05 სექ 2026

აჭარა "გემოფესტს" მასპინძლობს. ბათუმში "გემოფესტი მიმდინარეობს. გასტრონომიული დღესასწაული ბათუმში, ძველ ბულვარში მიმდინარეობს. ფესტივალის ფარგლებში კონცერტი 21:00 საათზე დაიწყება.

სტუმრების განწყობაზე Big Daddy Wilson ამერიკელი ბლუზისა და კლასიკური სოულის მომღერალი და კომპოზიტორი იზრუნებს. გასტრონომიული ფესტივალი "გემოფესტი" სტუმრებს ღამის 12 საათამდე უმსაპინძლებს. დასწრება თავისუფალია.

ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილია 16 კომპანია, მოწყობილია სამეწარმეო მარკეტი, ღვინისა და ხემსის პავილიონი, დესერტების სივრცე, აგროზონა, საბავშვო სივრცე, გრილისა და ბარის ზონები. "გემოფესტის" სტუმრებს ხვალაც, 15 საათიდან შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის კულინარიულ ტრადიციებს, დააგემოვნონ მრავალფეროვანი პროდუქცია - როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი აჭარული კერძები, და ჩაერთონ ფესტივალის გასართობ აქტივობებში. ფესტივალში მონაწილეობენ აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეებიც. ფესტივალი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ტარდება.