ჩინეთში გამართულ საერთაშორისო ვოკალურ კონკურსში - „Silk Way Star“-ში საქართველოს თათია კობალაძე წარმოადგენს

05 სექ 2026

საქართველო პირველად მონაწილეობს ჩინეთში გამართულ მასშტაბურ საერთაშორისო ვოკალურ კონკურსში - „Silk Way Star“-ში. საქართველოს წარმომადგენელი კონკურსზე მომღერალი თათია კობალაძეა.
პროექტში 12 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ ხუთი კონტინენტიდან - მათ შორის ჩინეთის, ბრაზილიის, ახალი ზელანდიის, სამხრეთ აფრიკის, რუსეთის, ყაზახეთის, თურქეთის, მალაიზიის, ვიეტნამისა და სერბეთის კონკურსანტები.

„Silk Way Star“ 10 ეტაპს მოიცავს, მათ შორის ეროვნულ ეტაპს. მონაწილეებს სხვადასხვა ქვეყნის პროფესიონალი ჟიურის წევრები და მაყურებლები აფასებენ. თათია კობალაძე კონკურსში საქართველოს სახელით მონაწილეობს, პროექტის სატელევიზიო ჩვენება კი 6 სექტემბრიდან ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის, CCTV-ის ეთერში დაიწყება და ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

კონკურსის პოპულარიზაცია უკვე მიმდინარეობს ჩინეთის სოციალურ ქსელებსა და CCTV-ის ეთერშიც. პროექტი ყოველკვირეულად გავა ეთერში და მას მილიონობით მაყურებელი ადევნებს თვალს. „Silk Way Star“-ში საქართველოს მონაწილეობა ქვეყნისთვის ჩინეთის მასშტაბურ მუსიკალურ სატელევიზიო პროექტში პირველი შემთხვევაა.