05 სექ 2026
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს იმედი აქვს, რომ გერმანიის ახალი ელჩი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებაში პოზიტიურ წვლილს შეიტანს. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გერმანელ დიპლომატთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
მაკა ბოჭორიშვილმა ბარბარა ფოსს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. ამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები და საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან.
„მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. ხაზი გაესვა უსაფრთხოების გამოწვევებსა და მშვიდობის მნიშვნელობას“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.