05 სექ 2026
თბილისში არასრულწლოვნები ტაქსის მძღოლს თავს დაესხნენ და თანხა გასტაცეს - შს სამინისტროს ინფორმაციით, ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს, ხოლო კიდევ ერთი არასრულწლოვანი ამხილეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნები ტაქსის მძღოლს სიცოცხლის მოსპობი ემუქრებოდნენ, თანხის გამოძალვის შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა, ხოლო მეორე არასრულწლოვნის მიმართ კანონით განსაზღვრული ღონისძიებები ტარდება. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.