05 სექ 2026
აღმოსავლეთ საქართველოში კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამუშაოები ქვეყნის მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის ფარგლებში მიმდინარეობს.
აღმოსავლეთ საქართველოში საშიში მავნებლის - იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს.
ამ ეტაპისთვის დამუშავებულია 27 ათას ჰექტრამდე ფართობი. მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, ტერიტორიები სამანქანე დანადგარებით მუშავდება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დამცველები მავნებლის გავრცელების არეალს მონიტორინგის შედეგების საფუძველზე ადგენენ, რის შემდეგაც წამლობითი ღონისძიებები იგეგმება.