საქართველოს ძალოსანთა ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებები მსოფლიოს ჩემპიონატებისთვის  ემზადებიან

05 სექ 2026

საქართველოს ძალოსანთა ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებები ბაკურიანში ევროპის ახალგაზრდული და უფროსებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატებისთვის  ემზადებიან. საწვრთნელ პროცესში ჩართულია ლაშა ტალახაძეც.
სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნაკრებთან ერთად ვარჯიში განაახლა და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება. ლაშა ტალახაძის მიზანია 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიადისთვის ლიცენზიის მოპოვება.
ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი 12 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით ალბანეთში გაიმართება.  
უფროსებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატს კი ჩინეთი 27 ოქტომბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით უმასპინძლებს. ქართველ ძალოსნებს ჩემპიონატებზე წარმატებული ასპარეზობა სპორტის მინისტრმა უსურვა.