ირაკლი კირცხალიას გამოხმაურება, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების განცხადებებზე

04 სექ 2026

პარტია „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერი აფხაზეთთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების განცხადებებს ეხმიანება. ირაკლი კირცხალია მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას, რომ „აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით და ამას არაფერი ეშველება“, აკრიტიკებს და ამბობს, რომ მსგავსმა რიტორიკამ ქვეყანას არაერთხელ მოუტანა უმძიმესი შედეგები.