გამოკითხვები საქალაქო სასამართლოში

04 სექ 2026

ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, საქალაქო სასამართლოში გამოკითხვები გრძელდება. გამოძიების შეკითხვებს, მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით უკვე უპასუხეს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა თაზო დათუნაშვილმა და ხატია დეკანოიძემ.

ამ წუთებში კი ასევე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მიმდინარეობს ნანუკა ჟორჟოლიანის გამოკითხვა. პარალელურად, დიღმის მთავარ სამმართველოში იმყოფებოდა და საგამოძიებო ორგანოს შეკითხვებს პასუხობდა ჟურნალისტი ირმა ინაშვილი. გამოკითხვაზე დაბარებული პოლიტიკოსები ამბობენ, რომ კითხვის ნიშნები თვითმკვლელობასთან დაკავშირებით მიემართება არა მათ, არამედ იმ პირებს რომლებიც ღარიბაშვილმა თავის წერილში ახსენა.

ამ კონტექსტში ისინი მიუთითებენ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებზე. საქმე ეხება ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების ფაქტს, რაზეც მსჯავრდებული, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი  ღარიბაშვილი რამდენიმე დღის წინ ციხიდან გავრცელებულ წერილში საუბრობს. 

ირაკლი ღარიბაშვილი წერს, რომ დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით. აღნიშნულის შემდეგ, პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც უტყუარი უწოდა ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტს, თუმცა საჯარო განცხადებების გამო გამოკითხვებზე ათამდე პირი დაიბარა.